ახმეტაში კორპუსის აივანი ჩამოინგრა და 50 წლამდე კაცი გადმოვარდა

ახმეტაში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა და 50 წლამდე კაცი გადმოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ფორმულა” ავრცელებს.

მათივე ცნობით, მამაკაცი  თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს  და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, კორპუსი ავარიულია.

მსგავსი თემები