1-ელ სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდება

1-ელ სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მანამდე კი, დღეს, 31 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი გერმანელ კოლეგას შეხვდა. სალომე ზურაბიშვილისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა გერმანიაში გაიმართა.

ცნობისთვის, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად პრეზიდენტნა უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები დაიწყო. თუმცა, მას საქართველოს მთავრობამ ამის ნებართვა არ მისცა. მთავრობის ინფორმაციით, ზურაბიშვილს წერილობით უარი 10 ქვეყანაში ვიზიტზე ეთქვა.

,,ოცნების” ხელისუფლება ზურაბიშვილს იმპიჩმენტით ემუქრება.

მსგავსი თემები