,,ბელავია” ოფიციალურად დასანქცირებულია

ბელარუსული სახელმწიფო ავიაკოპანია ოფიციალურად დასანქცირდა. დასავლეთის გადაწყვეტილებით, ,,ბელავია” საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას გამოეთიშა და ამიერიდან ის მხოლოდ რუსული ჯავშნების სისტემაზე იქნება დამოკიდებული.

ეს ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა მედიამ გაავრცელა, რის შემდეგაც ოფიციალური განცხადება ,,ბელავიის” ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ავიაკომპანია ინფორმაციას ადასტურებს და მოქალაქეებს მგზავრობის შესახებ ახალ წესებს სთავაზობს. ბელავიის ქართული წარმომადგნელობა კი დირექტივებს მინსკიდან და თბილისიდან ელოდება.

მსგავსი თემები