მედვედევმა გამოააშკარავა, სალომე ზურაბიშვილს რატომ არ უშვებენ ევროპაში – პაატა მანჯგალაძე

„მედვედევმა გამოააშკარავა, სალომე ზურაბიშვილს რატომ არ უშვებენ ევროპაში“ – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძემ უპასუხა კითხვას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტებზე მთავრობის მხრიდან უარის თქმას უკავშირდებოდა.

„ყველაფერს ფარდა ახადა მედვედევის განცხადებამ, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ სალომე ზურავიშვილი ქართულად ვერ საუბრობს და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოდის. თურმე მედვედევი საქართველოზე წუხს. ეს მედვედევს რომ არ ეთქვა, გამოვიდოდა, ვითომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა სალომე ზურაბიშვილის არგაშვება. რუსეთი ასეთია, თან გითანხმდება და თან პირობებს გიყენებს, ლოთმა მედვედევმა გამოააშკარავა, სალომე ზურაბიშვილს რატომ არ უშვებენ ევროპაში. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტ მდინარაძეს ჰკითხეთ, რატომ არ არის საჭირო სალომე ზურაბიშვილის ევროპაში წასვლა და რატომ ეთქვა უარი. რეკომენდაციები შესრულებულია და ზედმეტი თავის ტკივილი არ გვინდა, თუ მედვედევმა დაგვიბარა და ამის გამო არ უშვებენ? – ხელისუფლება რუსულ გზავნილებს ერთი-ერთში იმეორებს. ნახეთ, მთავრობის განცხადებას რამდენი ჰა ჰა აქვს. სამწუხაროდ, სასაცილოდ არ გვაქვს საქმე, ღალატია ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტს ვიზიტებზე უარი ეთქვა – მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება

მსგავსი თემები