როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა კახეთს, მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში აიღო მიწა, ჩამოჰყავდა დელეგაციები და მთელ მსოფლიოს გააცნო კახეთი – სოფო ჯაფარიძე

ღვინის ემბარგოს დროს, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა კახეთს, მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში აიღო მიწა, სადაც ჩამოჰყავდა მთელი მსოფლიოდან დელეგაციები და მთელ მსოფლიოს გააცნო კახეთი – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

სოფო ჯაფარაძე ამომრჩევლებს კახეთში შეხვდა.

„თქვენ იცით, როდესაც არავის სჯეროდა, რომ შეიძლებოდა, ასე განვითარებულიყო კახეთში ტურიზმი, მიხეილ სააკაშვილს სჯეროდა და ყველაფერი გააკეთა, რათა მიგვეღო ის, რაც დღეს ხდება. მსოფლიომ გაიცნო კახეთი და ღვინის ემბარგოს დროს, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა კახეთს, ყვარელში აიღო მიწა, სადაც ჩამოჰყავდა მთელი მსოფლიოდან დელეგაციები და მთელ მსოფლიოს გააცნო კახეთი. აქედან გამომდინარე, თითოეული აქაური მოქალაქის აზრი და პრობლემა, მიხეილ სააკაშვილისთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები