,,დაახლოებით 160 F-16 გვჭირდება ცის დასაცავად” – ზელენსკი

,,F-16-ები საჭიროა არა კონტრშეტევისთვის, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობისა და მარცვლეულის დერეფნის დასაცავად”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

ზელენსკი F-16-ების გამოჩენას უკრაინის ცაზე, მომავალი წლის დასაწყისში ვარაუდობს.

პორტუგალიურ ტელეარხ RTP-სთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ პარტნიორებთან 50-60 ასეთ თვითმფრინავზე აქვთ შეთანხმება, თუმცა მისივე თქმით, უკრაინას 160 ავიაგამანადგურებელი სჭირდება იმისათვის, რომ რუსეთს ცაში დომინირების საშუალება არ მისცეს.

,,საერთო ჯამში, ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 160 თვითმფრინავი, რათა იყოს ძლიერი საჰაერო ფლოტი, რომელიც არ მისცემს რუსეთს ცაზე დომინირების საშუალებას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები