კახეთში ოჯახს ბანკიდან სესხად აღებული 50 000 დოლარი წაართვეს – ნაცემია მამა-შვილი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში ოჯახს ფული წაართვეს და სასტიკად გაუსწორდნენ. ოჯახიდან წაღებულია ბანკიდან სესხად აღებული 50 000 დოლარის ოდენობის თანხა წაიღეს, გატაცებულია ოქროს ნივთებიც.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.  უსუფაშვილების ოჯახს 5 შეიარაღებული პირი შეუვარდა, ნაცემია ზაურ და დავით უსუფაშვილები.

მამას სახესა და სხეულის სხვადასხვა არეში სილურჯეები აღენიშნება.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ავტომატითა და ხანჯლით შეიარაღებული პირები, ნიღბებით იყვნენ და მათი ვინაობა მისთვის უცნობია.

„ხუთნი იყვნენ, ერთი აივნის ქვეშ დადიოდა. ორი ჩემს შვილთან იყო, ორი ჩემთან შემოვიდა, ავტომატი ჰქონდათ და ხანჯლისმაგვარი რაღაც. ეგრევე ბალიშს ეცნენ, იარაღი თუ გაქვთო. ფულს ითხოვდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს. ნიღბებით იყვნენ, მხოლოდ თავები უჩანდათ”- აცხადებს მამაკაცი.

 

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

მსგავსი თემები