აშშ-ში აცხადებენ, რომ არ უჭერენ მხარს უკრაინის თავდასხმებს რუსეთის შიგნით

შეერთებული შტატები არ წაახალისებს და არ უშვებს თავდასხმებს რუსეთის შიგნით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩამოაგდეს თვითმფრინავები, რომლებიც ცდილობდნენ მოსკოვზე თავდასხმას ოთხშაბათს დილით.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ დაიცვას თავი რუსეთის შეჭრისგან, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთს შეუძლია, დაასრულოს ომი ნებისმიერ დროს უკრაინიდან სამხედროების გაყვანის გზით.

მსგავსი თემები