როგორია პეკინის ყველაზე ძვირადღირებული დიპლომატიური დასახლება – „მედიაცენტრი მთავარი“ ჩინეთიდან

ამ ვიდეოსიუჟეტში გაგაცნობთ პეკინში დახურულ ე.წ. დიპლომატიურ დასახლებას და მოკლედ მოგიყვებით, რა ხდება აქ.

მეტი...

,,ჩვენ ყირიმის გათავისუფლებას ვაპირებთ, დიდი ალბათობით, ეს სამხედრო გზით მოხდება” – დანილოვი

,,ჩვენ ყირიმის გათავისუფლებას ვაპირებთ, დიდი ალბათობით, ეს სამხედრო გზით მოხდება”, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ყირიმის გათავისუფლება მხოლოდ დროის საკითხია,  თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ეს რთული იქნება. ,,ყირიმი ჩვენი ტერიტორიის ნაწილია და ჩვენ ის უნდა გავათავისუფლოთ. მეტიც, ჩვენ მის გათავისუფლებას ვაპირებთ. დიდი ალბათობით, ეს სამხედრო გზით მოხდება – თუ აგრესორი ქვეყანა იმ დროისთვის არ მიხვდება, რომ ჩვენი ტერიტორიიდან უნდა წავიდეს. სხვა ვარიანტი არ გვაქვს,”- განაცხადა დანილოვნა.

მეტი...

უკრაინაში ბრძოლის ველი დინამიკურია, ორივე მხრიდან არის თავდასხმები – ჯეიკ სალივანი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი უარყოფს ინფორმაციას, იმის შესახებ თითქოს უკრაინის კონტრშეტევა წარუმატებლად მიმდინარეობს.  მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ ნათლად აჩვენა, რომ უკრაინაში ბრძოლის ველი ძალიან დინამიკურია. „ორივე მხრიდან არის თავდასხმა და თავდაცვა ფრონტის ძალიან გრძელი ხაზის გასწვრივ, ბრძოლა ბევრ ადგილას უწევთ. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა აგრძელებს ტერიტორიების დაბრუნებას მეთოდურად და სისტემატურად“, – განაცხადა სალივანმა.

მეტი...

სახლში ვბრუნდებით ახალი პოლიტიკური მხარდაჭერითა და ახალი შეთანხმებებით – ზელენსკი

სახლში ვბრუნდებით ახალი პოლიტიკური მხარდაჭერითა და ახალი შეთანხმებებით, – ამის  შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის ქვეყნებში ვიზიტების დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ყველა მკაფიოდ ადასტურებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. „სახლში ვბრუნდებით ახალი პოლიტიკური მხარდაჭერითა და ახალი შეთანხმებებით. ყველა მკაფიოდ ადასტურებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინისთვის იქნება თვითმფრინავები. გვექნება დამატებითი ჯავშანტექნიკა. გავაძლიერებთ საჰაერო თავდაცვას, ეკონომიკას, ექსპორტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”, – აცხადებს ზელენსკი.  

მეტი...

,,რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ამიტომ უკრაინას აქვს კანონიერი უფლება, დაიცვას თავისი ქვეყანა”- ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, მოსკოვზე უკრაინული დრონებით თავდასხმებს ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული თავდასხმები საერთაშორისო სამართლის შესაბამისობაშია. ,,რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ამიტომ უკრაინას აქვს კანონიერი უფლება, დაიცვას თავისი ქვეყანა”, – განაცხადა ბერბოკმა. მისივე თქმით, რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საავადმყოფოებსა და ეკლესიებს ბევრჯერ დაესხა თავს. ამიტომ ”უკრაინა იცავს თავს საერთაშორისო სამართლი საზღვრებში.”

მეტი...

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა კრემლში სერიოზულად განიხილება

რუსეთში აქტიურად განიხილავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან  შეერთების იდეას. როგორც რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, ეს იდეა რეალობად იქცევა, თუ თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა აქტუალურია და შესაძლოა განხორციელდეს კიდეც. დასავლეთმა უნდა ისწავლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი გაკვეთილი. 2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრა, მაგრამ ახლა ვითარება  მწვავდება. არცებობს სურვილი, რომ უკრაინასთა ერთად, ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა შეიქმნას. ისევ აქტიურად მიდის საუბარი საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე“ – აცხდებს მედვედევი…

მეტი...