რუსეთს შეუძლია, დახუჭოს თვალი ყირიმის დაკარგვაზე, როგორც ეს გააკეთა სხვა ტერიტორიებზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს შეუძლია თვალი დახუჭოს ყირიმის დეოკუპაციაზე, ისევე როგორც ეს გააკეთა  უკრაინის სხვა  ტერიტორიებიდან უკან დახევის დროს.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმის პლატფორმის მთავარი ამოცანაა დეოკუპაციისთვის მომზადება. მან აღნიშნა, რომ „უკრაინას ესმის, როგორ უნდა დაბრუნდეს და რამდენი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო ამისთვის“.

„უკრაინამ აჩვენა, რომ სამხედრო ოპერაციების დროს ჩვენი მიწის გათავისუფლება შემთხვევითი არ არის, ეს არის დამსახურებული, ეს არის ჩვენი ხალხის გმირობა და ჩვენი პარტნიორების თავდაცვითი მხარდაჭერა. …უკრაინული ძალები, მიუხედავად ყველაფრისა, წინ მიიწევენ. ვინც რამეს იტყვის – წადით. და როდესაც რუსეთი უკან იხევს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ის უბრალოდ თვალს ხუჭავს ამაზე, მის სისუსტესზე. ასევე, რუსულ საზოგადოებას შეუძლია თვალი დახუჭოს ყირიმიდან ოკუპანტების უკან დახევაზე“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები