ხობში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობი-სენაკის ცენტრალურ მონაკვეთზე. “ჰონდას” მარკის ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი, მძღოლი და მის გვერდით მყოფი მგზავრი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებითა და მოტეხილობით გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ავარიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

მსგავსი თემები