,,ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ”- საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო აფრთხილებს

საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.

,,საბერძნეთის საგანგებო მდგომარეობების სამსახურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ: საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.
აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს:

საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი – 112, საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები