„საქართველოს მცხოვრებლების უმეტესობა ბევრად უფრო კომფორტულად, მშვიდად ცხოვრობს ჩვენს სახელმწიფოსთან”- მედვედევი

„ქართველების უმრავლესობა ნამდვილად არ უჭერს მხარს რუსოფობიას, რომლის დაწესებას დასავლეთი ცდილობს“, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველებისთვის რუსოფობია სისულელეა, მათ პირიქით, სურთ რუსეთის ფედერაციასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ. მედვედევმა აღნიშნა, რომ საქართველო მდიდარი კულტურის მქონე ქვეყანაა და რუსეთთან მჭიდრო კავშირშია.

„საქართველოს მცხოვრებლების უმეტესობა ბევრად უფრო კომფორტულად, მშვიდად ცხოვრობს ჩვენს სახელმწიფოსთან. რუსეთი ახლოს არის, ამერიკა ოკეანის გაღმაა“, – განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, საქართველოში რუსოფობებს ჯერ კიდევ აქვთ შურისძიების იმედი, მაგრამ მუდმივად აწყდებიან უკურეაქციას რუსების მიმართ”საკმაოდ თბილი თანამოქალაქეებისგან და არ აპირებენ რუსეთის მიმართ სიძულვილი ეროვნულ იდეამდე აიყვანონ. ”

 

მსგავსი თემები