თელავში სასწრაფოს მანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

თელავში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ავტომანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავი-ყვარელი გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

ავარიის შედეგად, მსუბუქ ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა კაცი დაშავდა. დაშავებული ავტომობილიდან მაშველების დახმარებით ამოიყვანეს.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილში მყოფილ პირები არ დაშავებულან.

 

წყარო: ”მთავარი არხი”.

მსგავსი თემები