საპორტო ქალაქ იზმაილში რუსეთმა 13 000 ტონა მარცვლეული გაანადგურა

რუსული დრონის თავდასხმის შედეგად დუნაის სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქ იზმაილში 13 000 ტონა მარცვლეული განადგურდა.

უკრაინის ვიცე პრემიერი, ალექსანდრ კუბრაკოვი აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად იზმაილის პორტის საექსპორტო პოტენციალი 15%-ით შემცირდა.

„რუსეთი სისტემატურად ურტყამს ხორბლისა და სხვა მარცვლეულის საცავებს, რათა უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი შეაჩეროს“, – განაცხადა კუბრაკოვმა

მსგავსი თემები