ჩვენი ქმედებები უკრაინაში მხოლოდ ერთი რამით არის ნაკარნახევი – დასრულდეს ომი, რომელიც დასავლეთმა გააჩაღა – პუტინი

ჩვენი ქმედებები უკრაინაში მხოლოდ ერთი რამით არის ნაკარნახევი – დასრულდეს ომი, რომელიც დასავლეთმა გააჩაღა – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე „ბრიკსის“ სამიტის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

,,რუსეთმა გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი კულტურისთვის, ტრადიციებისთვის, ენისთვის, მომავლისთვის. ჩვენი ქმედებები უკრაინაში მხოლოდ ერთი რამით არის ნაკარნახევი – დასრულდეს ომი, რომელიც დასავლეთმა გააჩაღა. და მათი თანამგზავრები უკრაინაში დონბასში მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ეს იყო დასავლეთის ქვეყნების სურვილი, შეენარჩუნებინათ ჰეგემონია მსოფლიოში.

„ჯერ დასავლეთის ქვეყნების დახმარებით ამ ქვეყანაში განხორციელდა არაკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება, შემდეგ კი ომი დაიწყო იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ამ გადატრიალებას“,- აღნიშნა პუტინმა.

მსგავსი თემები