კოვიდის შემთხვევები აშკარად გაზრდილია, პოზიტიური შედეგები ბევრია – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5  შემთხვევები მკვეთრად იმატებს. ვირუსის ახალი ვარიანტი EG.5 იგივე „ერისი“ კორონავირუსის „ომიკრონის“ ქვევარიანტია.

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ამ მიმართულებით, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოვიდის შემთხვევები გაზრდილია.

,,როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა მიმართვა,  ჯერჯერობით ახალი შტამი საქართველოში დაფიქსირებული არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ”ერისი” არ იქნება. შემთხვევები აშკარად გაზრდილია, პოზიტიური შედეგები ბევრია, ასევე რესპირატორული ინფექციები გარშემო ბევრს აქვს. ვიცით, რომ უამრავი ადამიანი კოვიდზე კვლევას არ იტარებს. მინდა შევახსენო ადამიანებს, ნუ დაივიწყებენ ამ ინფექციას. ტესტირების საჭიროება კვლავ დგას, რადგან თუ არ მოვერიდებით გარშემომყოფებს და სწრაფად გავრცელდა ეს შტამი, კიდევ უფრო დგება რისკია შემდგომი მუტაციების. საბედნიეროდ, მძიმე შემთხვევები  და ჰოსპიტალიზაცია ჯერჯერობით არ შეიმჩნევა, თუმცა ქრონიკული დაავადებების მქონდე პირები და ხანდაზმულები მაღალი რისკის ჯგუფები არიან. მსოფლიოში ფიქსირდება ათასობით ლეტალობის შემთხვევები, ამიტომ სიფრთხილე გვმართებს,”- განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

„გახსოვდეთ, რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც შიდსი ძალიან დიდი პრობლემაა“ – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები