,,ჩემი ძმა დაკავებული არ არის, ის ძალიან კარგად გრძნობს თავს”- ლავასოღლის დაკავებას ოჯახი უარყოფს

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის (ლავასოღლი) დაკავების ფაქტს უარყოფს. გორაძის და აცხადებს, რომ მისი ძმა დაკავებული არ არის და თავს კარგად გრძნობს.

,,ჩემი ძმა დაკავებული არ არის, ის ძალიან კარგად გრძნობს თავს. არ არის ჩემი ძმა მოლდოვაში. რა მნიშვნელობა აქვს როდის ვესაუბრე, რაში უნდა დამჭირდეს იმის დამალვა, დაკავებული არის თუ არა. დაუკავშირდით მოლდოვას და გეტყვიან, თუა იქ ჩემი ძმა 4 წელი ნამყოფი. არ არის დაკავებული. მქონდა მასთან კომუნიკაცია”. – განუცხადა გორაძის დამ ”ტვ პირველს”.

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე (ლავასოღლი) დააკავეს

მსგავსი თემები