ვარკეთილში მოქალაქეებს წლების წინ აშენებული ავტოფარეხები დაუნგრიეს

ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონში მოქალაქეებს წლების წინ აშენებული ავტოფარეხები დაუნგრიეს. მუნიციპალური ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლებმა სპეციალური ტექნიკით, მათი კერძო ქონების დემონტაჟი ისე დაიწყეს, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დროც კი არ ჰქონდათ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ განკარგულება მხოლოდ დღეს, ისიც სიტყვიერად წაუკითხეს. ოფიციალური დოკუმენტის არარსებობის გამო კი მათ სასამართლოში საჩივრების შეტანაც ვერ შეძლეს. ადგილზე სამგორის მაჟორიტარიც იმყოფებოდა და დემონტაჟის პროცესს თვალს პირადად ადევნებდა.

რევაზ სოხაძის თქმით, ავტოფარეხები უკანონოდ არის აშენებული და შესაბამისად მათი მფლობელები სახელმწიფოსგან კომპენსაციასაც ვერ მიიღებენ.

მსგავსი თემები