„თუ ბავშვების შემთხვევებზეა საუბრი, აუცილებელია ექიმი და ჰოსპიტალიზაცია“ – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” კურორტებიდან ჩამოტანილ ინფექციურ დაავადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემთხვევები საკმაოდ ბევრია.

„კურორტებიდან დიარეული დაავადებებით ბევრი ადამიანი ბრუნდება. სიმფტომებია: ფაღარათი, გულის რევა, ხშირ შემთხვევაში ტემპერატურაც. ეს ჩვეულებრივი ამბავია, განსაკურებით კი ზაფხულის სეზონზე და განსაკუთრებით კურორტებზე. მიზეზი კი არაერთია. მაგალითად ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ერთად იყრის თავს. ასეთ შემთხვევაში კი, ნაწლავური ინფექციები ადვილად ვრცელდება. მეორე ის, რომ საკვები ქსელები გადატვირთულობის გამო, სანუტარულ-ჰიგიენურ ნორმებს ვერ იცავენ“ – აღნიშნა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი შეფასებით, ძირითადი რეკომენდაციაა სითხის მიღება.

„ასეა თუ ისე, ნაწლავური ინფექციები გარშემო ძალიან ბევრია. ასეთ შემთხვევაში, ძირითადი რეკომენდაციაა, რომ როცა კურორტებზე არიან, უფრო მიიღონ ბოთლის წყალი. მოერიდონ ისეთ პრიდუქტებს რომლის სისუფთავეში დარწმუნებულები არ არიან. მაგალითად, სალათები. მათი რეცხვა ბოლომდე კარგად არ ხდება. თუ დიარეა და ღებინება სახეზეა, უმი ხილი და ბოსტეულის მიღება არ შეიძლება. უმჯობესია მოხარშული საკები და დიდი რაოდენობით სითხე“ – აღნიშნა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

ინფექციონისტმა ანტიბიოტიკებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ადამიანები თვითნებურად, ერთმანეთის რჩევით იღებენ.

„ძალიან ბევრი ადამიანი ასეთ დროს მიმართვს ანტიბიოტიკებს თვითნებურად. ეს არ შეიძლება. ხშირად, დიარეული დაავადებების დროს ანტიბიოტიკი არ შეიძლება და პირიქით, ვითარებას ართულებს. ბავშვების შემთხვევაში კი აუცილებელია ექიმი და ჰოსპიტალიზაცია“ – აღნიშნა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები