ენმ გომელაურს პარლამენტში იბარებს

ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებენ. მთავარი ოპოზიციური პარტიის დეპუტატები იყენებენ უფლებას და შინაგან საქმეთა მინისტრს სხდომათა დარბაზში კითხვებს დაუსვამენ.

შინაგან საქმეთა მინისტრს კიდევ ერთხელ, საჯაროდ მოუწევს ახსნა-განმარტებების გაკეთება კითხვებზე, რომლებიც ყველასთვის ცნობილია: რატომ ჩატარდა სამაშველო ოპერაცია არაეფექტურად, რატომ არ იყო ხელისუფლება მზად ასეთი ტიპის სტიქიური უბედურებისთვის, სად არის ვერტმფრენები და რატომ არ გვაქვს წინასწარი შეტყობინების სისტემა.

სხდომა, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობა” ვახტანგ გომელაურს იბარებს სექტემბერში გაიმართება.

მსგავსი თემები