მოცვის ნერგებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

შემოსაცლების სამსახურის ინფორმაციით,  საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ ბულგარეთის რესპუბლიკიდან მომავალი 49 280 ცალი ლურჯი მოცვის ნერგით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.

„საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ფიტოსანიტრების მიერ ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად გამოვლენილი იქნა მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნებთან შეუსაბამობა (გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით მავნე ორგანიზმები)“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები