დაღესტანში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

მახაჩკალაში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების ადგილზე მაშველებმა კიდევ ხუთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. საერთო ჯამში, ბოლო ინფორმაციით, 35 ადამიანი დაიღუპა.

დაშავდა დაახლოებით 105 ადამიანი.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

ორშაბათს საღამოს მახაჭყალაში ავტოსერვისს ცეცხლი გაუჩნდა, ცეცხლი ბენზინგასამართ სადგურს მოედო, რის შემდეგაც აფეთქება მოხდა. დაღესტანში 15 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი თემები