,,რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი”- დანილოვი

,,რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი,” – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

დანილოვს კითხვა დაუსვეს ცდილობენ თუ არა პარტნიორები უკრაინის ხელისუფლება დაარწმუნონ, რუსეთთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკება გამართოს, რაზეც მან უპასუხა, რომ ინფორმაცია პარტნიორების მხრიდან ზეწოლის შესახებ არ დასტურდება.

,,ზეწოლის შესახებ ცნობები არაფრით არ დასტურდება. ის მხოლოდ ინტერნეტში ვრცელდება. არ ვიცი, შეიძლება ეს რუსული ტროლების არმიის საქმეა, მაგრამ ვიცი, რომ პარტნიორებს მოლაპარაკების გამართვასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ წამოუყენებიათ. უკრაინა ამ პრობლემას დამოუკიდებლად მოაგვარებს და პუტინთან ყველანაირი მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი“, – განაცხადა დანილოვმა.

მსგავსი თემები