კორონავირუსის ახალი შტამი – რა უნდა ვიცოდეთ ახალი EG.5 ვარიანტის შესახებ, რომელიც დომინირებს აშშ-ში

Reuters აშშ-და და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5  შემთხვევები მკვეთრად იმატებს.

ვირუსის ახალი ვარიანტი EG.5 იგივე „ერისი“ კორონავირუსის „ომიკრონის“ ქვევარიანტია.

ჯანმოს ინფორმაციით, ახალი შტამით გავრცელების დინამიკას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან მისი მუტაცია შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს.

ჯანმო-ს განმარტებით,  ამ დროისთვის, როგორც ჩანს, ის არ წარმოადგენს უფრო მეტ საფრთხეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, ვიდრე სხვა ვარიანტები და რომ „არ არსებობს რაიმე მტკიცებულება დაავადების სიმძიმის ზრდის შესახებ, რომელიც პირდაპირ ასოცირდება EG.5-თან“.

ჯანმო-ს ცნობით, EG.5 8 აგვისტოს მდგომარეობით 50-ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. ამასთან, ახალი ვარიანტი ყველაზე გავრცელებული და ყველაზე სწრაფად მზარდი COVID-19 ქვევარიანტია აშშ-ში.

მსგავსი თემები