ლატვიის რკინიგზა შემოდგომაზე მზად იქნება უკრაინას მარცვლეულის გადაზიდვაში დაეხმაროს

ლატვიის რკინიგზა შემოდგომაზე მზად იქნება უკრაინას მარცვლეულის გადაზიდვაში დაეხმაროს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Delfi ავრცელებს.

როგორც ლატვიის რკინიგზის მმართველობის თავმჯდომარემ, რინალდს პლიავნიექსმა განაცხადა, ადრე ასეთ შესაძლებლობას თავადაც სკეპტიკურად უყურებდა.

„მიმაჩნდა, რომ ინდუსტრიულ მასშტაბებში ეს შეუძლებელია, რადგან ასეთი გადაზიდვის დროს ორი გადაცვლა არის საჭირო“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამ ბოლო დროს ლოგისტიკისა და გადაცვლის ტექნიკური შესაძლებლობები იმდენად გაიზარდა, რომ ეს პროცესი გაცილებით ოპერატიული გახდა.

„ახლა გვაქვს საშუალება უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვისთვის. ჩემი შეფასებით, წელიწადში 500 ათასიდან მილიონამდე ტონის გადაზიდვას შევძლებთ“, – განაცხადა პლიავნიექსმა.

მსგავსი თემები