ლიბიის დედაქალაქში სამხედრო შეტაკებებია

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში სამხედრო შეტაკებებია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რამდენიმე თვიანი შედარებითი სიწყნარის შემდეგ, წინა ღამით ტრიპოლის სხვადასხვა ნაწილში სამხედრო შეტაკებები მოხდა, რაც ამ მომენტამდე გრძელდება. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის, მიუწვდომელია.

დედაქალაქის ბევრი მცხოვრები სახლებს ვერ ტოვებს. განცხადებაში ისინი დაპირისპირებულ მხარეებს მიმართავენ, რომ რაიონებში სასწრაფო დახმარების ჯგუფებს შესვლის საშუალება მისცენ.

დაპირისპირება 444-ე ბრიგადასა და სპეციალურ შემაკავებელ ძალებს შორის მოხდა. აღნიშნული ჯგუფები ლიბიის დედაქალაქის ყველაზე ძლიერ სამხედრო ჯგუფებად მიიჩნევა.

მსგავსი თემები