ტროპიკული შტორმი „ლანი“ იაპონიაში

ტროპიკული შტორმი „ლანი“ იაპონიაში – თითქმის 900 ფრენა გაუქმდა და 240 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ათიათასობით სახლს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, წყნარი ოკეანის სანაპიროზე დღეს მოსალოდნელია შტორმი.

კიოტოში გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო. შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლაც.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ მოაწყეს ევაკუაციის ცენტრები უსაფრთხო შენობებში და მაღალ ადგილზე მცხოვრებთათვის 11 პრეფექტურაში. ამასთან, ხელისუფლებამ გამოსცა გაფრთხილება წყალდიდობისა და მეწყერის შესახებ.

მსგავსი თემები