უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებისგან თავს ვიკავებთ – შოიგუ

უკრაინის სამხედრო რესურსი “თითქმის ამოწურულია” და ”სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ” აჩვენა, რომ დღეს ბრძოლის ველზე არაფერია “რუსული იარაღისთვის ხელშეუხებელი”-  ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

მისი თქმით,  კიევის დამარცხება გახდება „თანამედროვე ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფაქტორი“.

შოიგუ ამტკიცებს, რომ რუსეთი, “ჰუმანიტარული მიზეზების გამო”, თავს იკავებს უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებისგან, “თუმცა, ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს“.

მისივე თქმით,”აშშ ადრე კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას ომის დანაშაულს უწოდებდა, დღეს კი ამ დანაშაულს უკრაინაში სჩადის“.

მსგავსი თემები