მოლდოვამ ქვეყნიდან 22 რუსი დიპლომატი გააძევა

მოლდოვამ ქვეყნიდან 22 რუსი დიპლომატი გააძევა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსმა დიპლომატებმა და საელჩოს თანამშრომლებმა ქვეყანა უკვე დატოვეს.

საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 22 დიპლომატმა და ტექნიკური პერსონალის 23 წარმომადგენელმა ოჯახებთან ერთად დატოვა მოლდოვა.

თვითმფრინავი, რომლითაც რუსი დიპლომატები მოსკოვში უნდა ჩასულიყვნენ, კიშინიოვის აეროპორტში 05:30 საათზე დაეშვა. ქვეყნიდან გამოსული რუსეთის საელჩოს ყველა თანამშრომელი აეროპორტში ორი ავტობუსითა და რამდენიმე მანქანით გადაიყვანეს. ჟურნალისტები აეროპორტში არ შეუშვეს.

მოლდოვამ დიპლომატების გაძევება  რუსეთის არამეგობრული ქმედებებით და რუსეთის მხრიდან, ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის არაერთი მცდელობით ახსნა.

 

მსგავსი თემები