დიდ ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სამი მოქალაქე დააკავეს

დიდ ბრიტანეთში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, ბულგარეთის სამი მოქალაქე დააკვეს.

ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა რადენიმე ქვეყნის ყალბი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები ამოიღეს. მათ შორის დიდი ბრიტანეთის, ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და საბერძნეთის პასპორტები.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, მისამართს იცვლიდნენ და სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდნენ.

ბრალდებულები ლონდონის სასამართლოს წინაშე იანვარში წარდგებიან.

მსგავსი თემები