,,ორი ადამიანი მაკლია 9-დან, მათ ვეძებ, დავდივარ და ფრჩხილები ნახეთ, რას მიგავს, ტალახიანი მაქვს”- მარიტა გუტაშვილი

მარიტა გუტაშვილი, რომელმაც სტიქიის შედეგად ოჯახის 9 წევრი დაკარდა, ამ დრომდე ეძებს დაკარგულ ნათესავებს. მისი თქმით, ამ დრომდე ეძებს დეიდაშვილს კოტე მაისურაძეს და  ანასტასია დუდაშვილს.

,,მეთორმეტე დღეა და კიდევ ვეძებ დეიდაშვილს კოტე მაისურაძეს და პატარა ტასო, ანასტასია დუდაშვილს. ამდენი ხნის განმავლობაში, არ მაქვს დრო, ვილაპარაკო ის, რაც თქვენამდე უნდა მოვიტანო. დამაცადეთ, დამელოდეთ, მოთმინება იქონიეთ, არაფერს არ დაგიმალავთ, უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს. მივიყვან ყველას სახლში, მეყოლება ყველა ახლოს, დამელოდეთ ყველას ყველაფერს გაგაგებინებთ დაწვრილებით. მე ვარ ადამიანი, შტერი ადამიანი, რომელსაც ტყუილის თქმა არ შეუძლია. ორი ადამიანი მაკლია 9-დან, მათ ვეძებ, დავდივარ და ფრჩხილები ნახეთ, რას მიგავს, ტალახიანი მაქვს, ძალიან გთხოვთ, დამელოდეთ, წინასწარ კომენტარს ნუ გააკეთებთ, რატომ არ ამბობ რაღაცას, რატომ მალავ, რას გულისხმობ,“ – ამბობს მარიტა გუტაშვილი.

ცნობისთვის, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეცამეტე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი და 8 პირთან დაკავშირებით გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

მსგავსი თემები