,,ვაგრძელებთ ძალიან წარმატებულ შეთანხმებას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აგრძელებენ წარმატებულ შეთანხმებას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ნატო-სკენ მიმავალ გზაზე. მისი თქმით, არის ახალი შეთანხმებები იარაღზე, აღჭურვილობასა და  ავიაციაზე.

„ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან წარმატებულ შეთანხმებას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ნატო-სკენ მიმავალ გზაზე ქვეყნებთან ხელშეკრულებების მომზადებით. ეს ორმხრივი ხელშეკრულებებია. ვილნიუსის სამიტიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ ექვსი ქვეყანა უკვე შეუერთდა მსოფლიოს შვიდ უდიდეს დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომლებთანაც გუშინ შევთანხმდით უსაფრთხოების გარანტიებზე: ჩეხეთი, დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი და შვედეთი. გმადლობთ. დარწმუნებული ვარ, გარანტების რაოდენობა გაიზრდება“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები