,,გლდანში, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა” – „თბილისი ენერჯი“

გლდანში, მე-5 მიკრორაიონში ავარიის შედეგად დაზიანებული გაზის მილი გადაკეტილია და შესაბამისად, უსაფრთხოება სრულად დაცულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილის ენერჯი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გლდანის 5 მ/რ, ვეკუას 119-თან, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. ოპერატიულად გადავკეტეთ ბუნებრივი გაზი. უსაფრთხოება სრულად დაცულია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

მსგავსი თემები