იუნესკოს მისია ოდესაში 4 დღის განმავლობაში იმუშავებს და რუსული თავდასხმების შედეგებს აღრიცხავს

ოდესაში იუნესკოს წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებიც კულტურულ და რელიგიურ დაწესებულებებზე 19-23 ივლისის ჩათვლით რუსული ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგებს შეაფასებენ.ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იუნესკოს მისია ოდესაში 4 დღის განმავლობაში იმუშავებს და რუსული თავდასხმების შედეგებს აღრიცხავს.

„გარდიანის“ თანახმად, რუსეთის მიერ ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად, 28 არქიტექტურული მონუმენტი სერიოზულად დაზიანდა, მათ შორის ოდესის ფერისცვალების ტაძარი.

მსგავსი თემები