10 დღეში 667 ხანძარი – საბერძნეთში ტყის ხანძრების გამომწვევი მიზეზი ცნობილია

საბერძნეთში ტყის ხანძრების უმეტესობა ადამიანებმა გამოიწვიეს. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ვასილის კიკილიასმა განაცხადა.

„ხანძრის უმეტესობა გამოწვეული იყო ადამიანების არასწორი მოქმედების შედეგად. ასევე იყო რამდენიმე შეტყობინება აფეთქებების შესახებ. ჩვენ აქ ფაქტების წარმოსადგენად ვართ. 10 დღეში 667 ხანძარი გვქონდა“, – განაცხადა კიკილიასმა.

არსებული ინფორმაციით, საბერძნეთში ტყის ხანძრებს თითქმის ორი კვირის განმავლობაში ებრძვიან.

მსგავსი თემები