,,ჩინეთისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია საქართველო, როგორც სატრანზიტო დერეფანი” – გია ვოლსკი

,,დასავლეთის ბაზრები ჩინეთისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია და საგანგებოდ მნიშვნელოვანია საქართველო, როგორც სატრანზიტო დერეფანი”. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პრემიერის ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„სატრანზიტო დერეფანი არის სწორედ ის სტრატეგიული მიმართულება, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ და რითაც საქართველო ფასდება, როგორც პარტნიორი, ეკონომიკურ დარგში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო. 28 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა და სი ძინპინმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს.

მსგავსი თემები