რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 245 220 სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 245 220;
  • ​ტანკი – 4 191;
  • ჯავშანტექნიკა – 8 167;
  • საარტილერიო სისტემა – 4 786;
  • სარაკეტო სისტემა – 698;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 458;
  • თვითმფრინავები – 315;
  • ვერტმფრენი – 311;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 007;
  • საკრუიზო რაკეტები – 1 347;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 247;
  • გემი/ნავი/კატარღა – 18;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა – 710.

მსგავსი თემები