ჰაკან ფიდანი დანიის ხელისუფლებას მოუწოდებს ქვეყანაში ყურანის დაწვის მცდელობა აღკვეთოს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი დანიის ხელისუფლებას მოუწოდებს ქვეყანაში ყურანის დაწვის მცდელობა აღკვეთოს.

მისი თქმით, მუსლიმთა წმინდა წიგნის დაწვა ოფიციალური ანკარასთვის სრულიად მიუღებელი იქნება და ქვეყნებს შორის ურთიერთობას მნიშვნელოვნად დააზარალებს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროტესტის ნიშნად აქტივისტებმა შესაძლოა დანიაში ყურანი დაწვან.

მსგავსი თემები