გერმანიაში კაცმა 3 ადამიანი მოკლა, 2 კი დაჭრა

გერმანიაში, ბავარიის მხარეში კაცმა 3 ადამიანი მოკლა, 2 კი მძიმედ დაჭრა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ცეცხლი თავის მეზობლებს გაუხსნა. გამოძიება დანაშაულის მოტივად მათ შორის არსებულ კონფლიქტს განიხილავს.

3 ადამიანის მოკვლის შემდეგ კაცი სხვა ქუჩაზე მდებარე სახლში წავიდა და იქ 2 ადამიანი დაჭრა.

მსგავსი თემები