,,რუსეთი უიმედოდ ეძებს მხარდაჭერას, იარაღს, რათა გააგრძელოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ” – ენტონი ბლინკენი

,,ვაშინგტონი ფიქრობს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჩრდილოეთ კორეაში რუსეთისთვის იარაღის მიწოდების უზრუნველსაყოფად იმყოფებოდა”. ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

“მე ეჭვი მეპარება, რომ ის იქ დასასვენებლად ჩავიდა. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი უიმედოდ ეძებს მხარდაჭერას, იარაღს, სადაც კი ეს შეუძლია, რათა გააგრძელოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

ჩვენ ამას ვხედავთ ჩრდილოეთ კორეაში, ირანში, რომელმაც რუსეთს მრავალი უპილოტო საფრენი აპარატი მიაწოდა, რომელსაც ის უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მოსაკლავად იყენებს”, – თქვა ბლინკენმა.

ცნობისთვის, სერგეი შოიგუ ფხენიანში 26 ივლისს ჩავიდა. ის ქვეყნის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შოიგუსა და კიმ ჩენ ინის შორის “მეგობრული საუბარი” გაიმართა.

მსგავსი თემები