ზელენსკი ბახმუტის რეგიონში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სპეციალური ოპერაციების ძალების პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ბახმუტის რეგიონში ჩავიდა. მან ჯარისკაცების მოწინავე პოზიციები მოინახულა.

“ბახმუტის მიმართულება, სპეციალური ოპერაციების ძალების მოწინავე პოზიციები. დღეს აქ ვარ, რომ მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს პროფესიული დღე, პატივი მივაგო მათ ძალას. მოვისმინე მეთაურის ანგარიში, ვესაუბრე სამხედროებს”, – წერს ზელენსკიმ.

მსგავსი თემები