პრეზიდენტის მიერ, 28 ივლისს შეწყალებულთა შორის ძმები თორნიკე და თამაზ ჭელიძეები არიან

პრეზიდენტის მიერ, 28 ივლისს შეწყალებულთა შორის ძმები თორნიკე და თამაზ ჭელიძეები არიან. ძმები ჭელიძეები 2021 წელს, გუმათში ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.

ამავე საქმეზე არიან დაკავებულები ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები, ელდარ ანთაძე, გელა და ირაკლი ჭელიძეებიც, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში რჩებიან.

შსს-ს ვერსიით, დაკავებულმა პირებმა, 12 აპრილს, გუმათჰესის დასახლებაში, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს და დააზიანეს ერთ-ერთის ავტომანქანა.

2021 წლის დეკემბერში, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყველა დაკავებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ჭელიძეებს 4, ძმებ წულუკიძეებსა და ანთაძეს კი 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

მსგავსი თემები