„მიყვარხარ და მეშინიაო“ – როგორ აუხსნა სიყვარული ცოტნე გამსახურდიამ მეუღლეს

ერთ-ერთ გადაცემაში, ცოტნე გამსახურდის მეუღლე სიყვარულის ამბავს იხსენებს. როგორც ანა ჯაბაური ამბობს, პირველი პაემნიდან გაიქცა კიდეც.

„პირველივე პაემანზე გავიქეცი და დიდხანს არ შევხვედრივარ. მომეჩვენა ძალიან პირდაპირი, თავისუფალი, უცერემონიო და ცოტა თავხედიც. ვიფიქრე, რომ ეს მამაკაცი ჩემთვის ნაკლებად გალანტური იყო. წავედი პაემნიდან და აღარ ვხვდებოდი კარგა ხანი. ასე 5-6 თვე. შემდეგ დამირეკა და ოპერაში დამპატიჟა. უარი აღარ ვუთხარი. თან შეიცვალა, გახდა ისეთი, როგორიც მომწონდა. სიყვარულის ახსნა ცოტა უცნაური იყო. უცნაურად მითხრა – „მიყვარხარ და მეშინიაო“… რისი გეშინია-მეთქი?

„ეს არის გრძნობა, რომელსაც დიდი ტკივილი მოაქვს ხანდახან…“, – აი ასეთი სახით ამიხსნა სიყვარული.

მსგავსი თემები