ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში რამდენიმე აფეთქება მოხდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

სარაკეტო იერიშის შედეგად ტაგანროგის ცენტრში 12 ადამიანი დაშავდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა „კუიბიშევის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზეც.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 42 წლის უკრაინელი, რომელიც დივერსიის მოწყობაშია ეჭვმიტანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზე განხორციელდა იერიში ოკუპირებულ დონეცკშიც. სავარაუდოდ დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

მსგავსი თემები