“ეს ნაძირლები პასუხს აგებენ” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დნიპროში, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გარდა, დაზიანდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ადგილობრივი შენობაც.

“ყველა საჭირო სამსახური ადგილზეა. ჩვენ სწრაფად ვპასუხობთ და ვეხმარებით ხალხს. სიტუაციას ვაკონტროლებთ.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთი სრულად დაისაჯოს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიისა და ტერორის გამო. ეს ნაძირლები პასუხს აგებენ. ყველაფერს გავაკეთებთ სამართლიანობისთვის”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი თემები