გლდანში, ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსულია

გლდანში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსულია.

არსებული ინფორმაციით, ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლგაზრდა ქალს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა. დიდი სისწრაფით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითამდე ტრაილერს შეეჯახა, დარტყმის შედეგად კი სატვირთომ მართვა დაკარგა და გაზის მილები დააზინა.

„ჯერ ტრაილერს დაეჯახა, გოგო მაღაზიიდან გამოდიოდა და მერე იმას შეაფრინდა, მერე გაზის მილებს დაეტაკა. ხალგაზრდა, ორსული გოგო იყო, 25 წლის. უკანა კორპუსში ცხოვრობს. მანქანა დიდი სისწრაფით მოდიოდა“, – ამბობს თვითმხილველი.

სავარაუდო დამნაშავეები პოლიციამ უკვე დააკავა.

მსგავსი თემები