„ახალი იარაღის მიწოდება მხოლოდ სიტუაციას გაამწვავებს” – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „როსია 24“-ის ეთერში განაცხადა, რომ კიევისთვის ახალი იარაღის მიწოდება უკრაინაში მხოლოდ სიტუაციას გააუარესებს.

„ახალი იარაღის მიწოდება არაფერს მოგვცემს, ეს მხოლოდ სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს. უფრო მეტიც, ეს დაამძიმებს უკრაინულ მხარეს და კიდევ უფრო გაამწვავებს კონფლიქტს. თუ ვინმეს ეს აინტერესებს და, როგორც ჩანს, არიან ასეთი დაინტერესებული მხარეები, მაშინ ეს არის საუკეთესო გზა ამ ამოცანის განსახორციელებლად. კონფლიქტის შემდგომი გაღვივება – ახალი იარაღის მიწოდება“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები