„ეჭვები წაშლილია, უკრაინა იქნება ნატო-ს წევრი“ –  პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს სამიტმა ყველაფერი ცხადი გახადა, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.

„სამიტის ამ ორი დღის განმავლობაში წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში. იქნება. ადრე არასდროს გაჟღერებულა ნატო-ს სხვა წევრების მხრიდან შემდეგი სიტყვები: „თქვენ თანასწორები ხართ თანასწორთა შორის”. ახლა ყველას ესმის „თანასწორთა შორის თანასწორი“. ამ ფაქტს აუცილებლად დავადასტურებთ ჩვენი გამარჯვებით და ნატო-ში შესვლით“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვილნიუსის სამიტზე.

 

მსგავსი თემები