„თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის მკვლელი, ვერ მოუწამლავს“ – მეუფე ნიკოლოზი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მეუფე შიო მოწამლული არ არის. როგორც მან მედიას განუცხადა, ტყვიის შემცველობა შესაძლოა მასაც ჰქონდეს მომატებული, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის მოწამლულია.   

„მე რომ ჩავაბარო სისხლი, არ არის გამორიცხული, მეც ასე მქონდეს. ეს მცენარეებიც რომ გასინჯოთ, განსაკუთრებით გზებზე, მათაც ექნებათ მომატებული ტყვიის შემცველობა. ხე ნაყოფით იცნობება“. მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს. თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის მკვლელი, ვერ მოუწამლავს.  ესე იგი, არ არის ის მოწამლული“ – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა მედიასთან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.   

მსგავსი თემები